26.03.2014

 გულანი - საღვთისმსახურო წიგნთა ერთიანი დიდი კრებულია, რომელიც მხოლოდ ქართულ ეკლესიას მოეპოვება. ტერმინმა ,,გულანი“, ახალი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც სამცხე-ჯავხეთის უნივერსიტეტში ბატონმა მერაბ ბერიძემ ჩამოაყალიბა სამეცნიერო სემინარი - სესია, სადაც იკითხება სამეცნიერო შრომები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში, რომელსაც ეწოდა ,,სამეცნიერო გულანი“.
2008 წლიდან გამოდის ჟურნალი „გულანი“, მასში იბეჭდება ამ სემინარზე წაკითხული მოხსენებები. ჟურნალმა უკვე მოიპოვა ავტორიტეტი და დაიმკვიდრა ადგილი სამეცნიერო წრეებში. უკვე მზადაა ,,გულანის“ მე-14 ნომერი, რომელიც მკითხველს სთავაზობს სიახლეს რუბრიკების სახით. ისინი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებას შეეხება.