27.03.2014

27 მარტს, 15:00 საათზე, შედგა სამეცნიერო გულანის სხდომა ქართული ენის კაბინეტში.
პედაგოგიკის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარეხ ნათენაძემ, წაიკითხა მოხსენება თემაზე - ,,მეთოდური რეკომენდაციები სწავლების პროცესის ორგანიზებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის“, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელთა შორის. მოხსენების შემდეგ, დაისვა არაერთი კითხვა. მოსაზრებანი სწავლების ახლებურ მიდგომებთან დაკავშირებით, გამოთქვეს პროფესორებმა მერაბ ბერიძემ, ნესტან სულავამ და ასოცირებულმა პროფესორებმა მაკა შონიამ, ეთერ მელქაძემ, მედეა ბურდულმა, მაკა ბერიძემ.