31.03.2014

kursdamtavreb28 მარტს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის I კორპუსში, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გაიმართა სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პროფესორ მერაბ ბერიძის შეხვედრა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან. ბატონმა მერაბმა ისაუბრა ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ დიდი ხანია უნივერსიტეტი აპირებდა ამ შეხვედრის ჩატარებას. ასევე ითქვა ისიც, რომ კურსდამთავრებულთა რაოდენობა 7000-ს აღწევს, რომელთა სიაც მალე გამოიცემა წიგნის სახით.
შეხვედრაზე დაიგეგმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებულთა ასოციაციის შექმნა. პრეზენტაციის ორგანიზება მოახდინა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტმა თეონა ჟუჟუნაძემ.kursdmtavr3