02.04.2014

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ტარდება სტუდენტური ჩემპიონატი ფუტსალში.
1 აპრილს, გაიმართა შეჯიბრების IV ტური, სადაც სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, შეხვდა ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდს. შეხვედრა, ისევე როგორც წინა სამი ტური, კვლავ ჩვენი სტუდენტების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 7:3.