02.04.2014

2 აპრილს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გაიმართა ს.ს „ბანკი რესპუბლიკა“-ს ახალციხის ფილიალის საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. ბანკი „რესპუბლიკა“-ს ახალციხის ფილიალის მმართველმა ზვიად სარაშვილმა და ბანკის წარმომადგენელმა ზვიად ნადირაძემ, გააცნეს უნივერსიტეტის პერსონალს სპეციალურად კორპორაციული კლიენტებისთვის უნივერსალური საბანკო მომსახურეობა (ახალი აქციის ფარგლებში - „უდარდელი გაზაფხული“) ; როგორც ბანკ „რესპუბლიკას“ მეანაბრე, კლიენტი ისარგებლებს სპეციალურად მისთვის შექმნილ შეღავათიანი პირობებით სესხებზე, ასევე საუბარი იყო ვადიან ანაბრებზე მაღალი სარგებლით და სხვადასხვა უპირატესობებზე სხვა ბანკებთან შედარებით.