05.04.2014

polonellebi3 აპრილს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა ვარშავის კარდინალ ვიშინსკის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორთან, ეკლესიის ისტორიის დოქტორ იოსებ (იოზეფ) ლუპინსკისთან, ასევე სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ვაჟა ვარდიძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუმრები: ღვთისმეტყველების დოქტორი, კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი, მესხეთის დეკანოზი ზურაბ კაკაჩიშვილი, ახალციხის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი, კაპუცინთა ორდენის ბერი თომაშ ვრონსკი და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომელი, შორენა პარუნაშვილი.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე.
იოსებ (იოზეფ) ლუპინსკიმ ჩაატარა ლექცია თემაზე: „ქართველი და პოლონელი ხალხის ურთიერთობის ისტორია“. ლექციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დიკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
სტუმარმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად  წიგნები გადასცა.polonelebi