07.04.2014

,,სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტს რეორგანიზაცია ჩაუტარდა, დაემატა მესამე საფეხური დოქტორანტურა და გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს მოახერხა უნივერსიტეტმა მთელი წლის შრომატევადი სამუშაოების შემდეგ, რაშიც აქტიურად ეხმარებოდა განათლების სამინისტრო. წარმატებას ვუსურვებ უნივერსიტეტს". - განუცხადა ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ამის შესახებ ინფორმაცია ექსპრესნიუსმა გაავრცელა.