10.04.2014

ძვირფასო სტუდენტებო,
გაცნობებთ, რომ დაიწყო საბუთების მიღება გაცვლით პროგრამაში “პირდაპირი მობილობა” (პოლონეთი) მონაწილეობის მისაღებად.
გაცვლითი პროგრამა იგეგმება 2013-2014 წლის საშემოდგომო სემესტრში. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 30 მაისი. 
დეტალური ინფორმაციისთვის, დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიაკითხოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების საზღვარგარეთთან ურთიერთობის მიმართულების უფროს სპეციალისტს გურანდა მოდებაძეს.