10.04.2014

New Picture10 აპრილს, 15:00 საათზე, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მერაბ ბერიძის წიგნის „სიყვარულის უნივერსიტეტი“  წარდგენა მკითხველთა წინაშე.
შეხვედრამ მეტად საინტერესოდ ჩაიარა - უამრავი თბილი სიტყვა ითქვა ავტორის მისამართით და იმ პიროვნებათა მიმართ, ვინც წვლილი შეიტანეს წიგნის გამოცემაში. აგრეთვე, განისაზღვრა წიგნის მნიშვნელობა, როგორც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, ასევე საზოგადოდ ქართული უნივერსიტეტების ისტორიისათვის.
წინამდებარე წიგნი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფურცელს წარმოადგენს. იგი დოკუმენტების საფუძველზე ქართველი კაცისათვის საოცნებოდ ქცეული მესხეთის უნივერსიტეტის დაარსების, როლის, ადგილის შესახებ მოგვითხრობს.
მერაბ ბერიძეს ღმერთმა დააკისრა დიდი საქმის მესვეურობა, საგანმანათლებლო საქმიანობის გაძღოლა საქართველოს უძველეს კულტურულ არეალში _ სამცხე-ჯავახეთში.10257236 488668454570826 1640341871873665406 o