11.04.2014


alexandra12014 წლის 11 აპრილს, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრა ნატოს კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. სტუდენტებს სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთინებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ ქალბატონმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა ელენე გოცაძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ქალბატონმა სოფიო სამუშიამ. საუბარი შეეხო ნატოს 65 წლის ისტორიას და მის მიზნებს. სტუდენტებს დაურიგდათ ლიტერატურა და ბროშურები ნატო-ს შესახებ.
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ.სტუმრებს სტუდენტებმა დიდი ყურადღებით მოუსმინეს და დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარტმა და ელჩმა, მისმა აღმატებულებამ ქალბატონმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა, სტუდენტებს განუმარტეს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას და ასევე ისაუბრეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ალიანსი-საქართველოს ურთიერთობებს.

 

elchi britant