15.04.2014

qartuli enis konferსაქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, გაიმართა ქართველოლოგიის ცენტრის III საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:
,,ქართული სალიტერატურო ენის სწავლება საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის: შედეგები, პრობლემები, პერსპექტივები“.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტიდან, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა: კარინე ჩახოიანმა, ნაზიკ ექნოსიანმა და ნაირა მელქონიანმა. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს გავლილი ჰქონდათ ერთწლიანი მოსამზადებელი პროგრამა უნივერსიტეტში, სადაც ძირითად საგნად ქართულ ენას ასწავლიან.
11 აპრილს, გაიმართა პირველი სხდომა, თავმჯდომარეები იყვნენ პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე და პროფესორი საიდ მულიანი.
15:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა კონფერენცია, რომელიც ეხებოდა  ქართული ენის სწავლების პროცესში არსებულ პრობლემებს.
12 აპრილს, გაიმართა მესამე სხდომა, სხდომის თავმჯდომარეები იყვნენ სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე და პროფესორი მაკა სალია. მათ ისაუბრეს იმ პრობლემის ირგვლივ, რაც არსებობს ქართული ენის სწავლების პროცესში სხვა ეროვნების ბავშვებთან.
ამასთანავე, ჩატარდა კონკურსი: ,, ვინ უკეთ წერს ქართულად’’. კონფერენციის მონაწილეებმა დაწერეს ქართული ტექსტი (კარნახით) , რომელიც შეაფასა სპეციალურმა კომისიამ, ამის შემდეგ ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით.
სხდომის ბოლოს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. კონფერენცია დასრულდა ექსკურსიით მთაწმინდის პარკში.qarttttt