15.04.2014

imitir-ganqorwineba2014 წლის 15 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივითა და მონაწილეობით, იურიდიული ფაკულტეტის პედაგოგის, ქალბატონ ნელი ღონღაძის დახმარებით, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში, განხილულ იქნა სამოქალაქო საქმე „განქორწინება და ალიმენტი“.
„მე შესაძლებლობა მივეცი სტუდენტებს თეორიული ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები იმიტირებული პროცესის ფარგლებში გამოევლინათ. მათ კარგად მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის როლები და დავალებას წარმატებით გაართვეს თავი“ -აღნიშნავს იურიდიული ფაკულტეტის პედაგოგი, ქალბატონი ნელი ღონღაძე.
იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარებით, სტუდენტები ითვისებენ სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოების კუთხით უნარ-ჩვევებს, ასევე პროფესიული ეთიკის ნორმებს.