17.04.2014

1890522 491074087663596 6762148126573883619 o16 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, პირველი მოადგილე გიორგი შარვაშიძე და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბერიაშვილი.
სტუმრებმა ვიზიტი ახალქალაქიდან დაიწყეს, სადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. დაათვალიერეს სასწავლო კორპუსის აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები და სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის განკუთვნილი შენობა, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ რეაბილიტაციას.
„სტუდენტური საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაცია, სადაც შესაძლებელია ორასი სტუდენტის განთავსება, საკმაოდ სერიოზული თანხა ჯდება, დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხს დადებითად გადაწყვეტს სახელმწიფო“ - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ.
მინისტრის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება.
ამ შეხვედრის შემდეგ, მინისტრი ეწვია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსს, სადაც იგი შეხვდა უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებს, ადმინისტაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. შეხვედრა ძალზე საინტერესოდ წარიმართა. ქალბატონმა თამარმა ისაუბრა კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე ზოგადად სასწავლო სისტემაში, აღნიშნა, რომ თუ უნივერსიტეტი პედაგოგიური მიმართულებით გააძლიერებს კადრების მომზადებას, მას სრული მხარდაჭერა ექნება სახელმწიფოსგან.
„უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ძალიან დიდი არის მოლოდინი და მოთხოვნის ხარისხი. ამისთვის, მას სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, რასაც ჩვენ ვგეგმავთ“-აღნიშნა მინისტრმა.
ქალბატონმა თამარმა ისაუბრა მეცნიერების ათწლიანი განვითარების სტრატეგიაზე და ასევე, პედაგოგიკის, აგრონომიისა და ვეტერინარიიის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.tamar sanikizis viziti