17.04.2014

Kსაქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ტარდება სტუდენტური ჩემპიონატი ფუტსალში.
16 აპრილს, გაიმართა შეჯიბრის IV ტური, სადაც სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, შეხვდა თბილისის ღია უნივერსიტეტის გუნდს. შეხვედრა დამთავრდა ჩვენი სტუდენტების გამარჯვებით, ანგარიშით 5:3.