22.04.2014

მიმდინარე წლის 14-15 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი TEMPUS-ის საერთაშორისო პროექტის -,,საქართველოში სტუდენტთა კარიერული მომსახურების განვითარება” (CASEDE – Developing Student Career Services in Georgia) ფარგლებში, მასპინძლობდა ევროპულ უნივერსიტეტებს (ვილნიუსი, ბუდაპეშტი, ინგლისი) და საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების ექსპერტებს. WP.9.2-სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო კარიერული ცენტრის დაფუძნებასთან და პარტნიორობის ინიციატივის ხელმოწერასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, ასევე, სტუდენტთა საჭიროების ანალიზის შედეგების მიმოხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მენეჯერი, პროფესორი თინა გელაშვილი და პროექტის მონაწილე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი თეონა ჟუჟუნაძე.
პროექტი - ,,საქართველოში სტუდენტთა კარიერული მომსახურების განვითარება“, 2012 წლიდან ხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კარიერული განათლების საპილოტე კურსის განხორციელება საქართველოს შვიდ პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორის, ჩვენს უნივერსიტეტშიც. ყალიბდება სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრები, რომელიც მოემსახურება სტუდენტთა შრომის ბაზრისთვის მომზადებას და დასაქმების ხელშეწყობას.