23.04.2014

დღეს, 23 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმართველობის, სპორტისა და კულტურის განყოფილების ინიციატივით, სტუდენტებს შორის გაიმართა შეჯიბრი, ხელის სპორტულ გადაძალვაში (მკლავჭიდში).
შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 25 სტუდენტი და მათგან 6 მონაწილე გავიდა ფინალში, რომელიც ხვალ, 24 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტ-დარბაზში, 14 საათზე გაიმართება.
სტუდენტები სამ წონით კატეგორიად გადანაწილდნენ და თითოეული კატეგორიიდან გამოვლინდა ორი გამარჯვებული, რომლებიც ხვალ ფინალში გააგრძელებენ ბრძოლას.