24.04.2014

23 აპრილს, 15 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე შეხვდა ადმინისტრაციულ პერსონალს. შეხვედრაზე განხილული იქნა თითოეული განყოფილების მუშაობის შედეგები და მუშაობის პროცესში არსებული პრობლემები. აგრეთვე დაისახა სამომავლო გეგმები.