24.04.2014

gamofena24 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოეწყო პროფესიული სწავლების ხელოვნების მიმართულების პედაგოგის, ბექა კოპაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სტუდენტები.
ხელოვანის ნამუშევრები (ფერწერა, გრაფიკა, ჭედურობის ფოტოები) დაათვალიერეს მოწვეულმა სტუმრებმა და გააკეთეს შეფასებები. ბატონმა მერაბმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ხელოვნება აღმავალ გზაზეა და რომ ტრადიციად უნდა დაინერგოს უნივერსიტეტში ასეთი ღონისძიებების ჩატარება.
ექსპოზიცია რამდენიმე დღე გაგრძელდება.