24.04.2014

24 აპრილს,15:00 საათზე, ქართული ენის კაბინეტში შედგა სამეცნიერო გულანის სხდომა. მოხსენება თემაზე „ანტონ მარტმყოფელის ცხოვრება, როგორც ისტორიული და ლიტერატურული თხზულება“ წაიკითხა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნესტან სულავამ. მოხსენება შეეხებოდა ერთ-ერთ ასურელ მამად მიჩნეულ წმინდა ანტონ მარტმყოფელის ცხოვრების ტექსტებს.
მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელებში. სხდომის მონაწილეებმა, ტრადიციულად ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები თემის ირგვლივ, დაისვა მრავალი კითხვა,რომელთაც ამომწურავი პასუხი გასცა ქალბატონმა ნესტანმა.