24.04.2014

10295090 493920084045663 4330478498642084309 o24 აპრილს, N5 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები, ფიზიკის პედაგოგთან, ქალბატონ მაია თათეშვილთან ერთად,სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. სტუმრებს ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა გიორგი მესხმა უმასპინძლა.
უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა, ბატონი გიორგისაგან მოისმინეს ლექცია თემაზე: „სამყაროს წარმოშობა“.
ლექციამ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეთა მხრიდან დაისვა მრავალი კითხვა, რომლებზეც ბატონ გიორგი მესხთან ერთად, უნივერსიტეტის პედაგოგმა, ბატონმა გივი ქიმერიძემაც უპასუხა.