24.04.2014

2014 წლის 30 აპრილს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში,208-ე აუდიტორიაში, გაიმართება შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ (წარმომადგენელი ია ანთაძე) სტუდენტებს შესთავაზებს ჩაერთონ პროექტში,რომლის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება და მოტივირება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
პროექტის ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოამზადონ ვიდეო და ტექსტური ბლოგები და მიიღონ ანაზღაურება.ბლოგების მომზადებაში მათ დაეხმარება ტექნიკური ასისტენტი.