25.04.2014

24 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმართველობისა და სპორტისა და კულტურის განყოფილების ინიციატივით სტუდენტებს შორის გაიმართა ფინალური შეჯიბრება, ხელის სპორტულ გადაძალვაში (მკლავჭიდში).
ფინალურ შჯიბრებაში მონაწილეობდა 6 სტუდენტი, რომლთა უპირატესობაც წინა ეტაპზე გამოვლინდა.
სტუდენტები სამ წონით კატეგორიად გადანაწილდნენ და თითოეული კატეგორიიდან გამოვლენილ იქნა ერთი გამარჯვებული.
გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
სპორტისა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი თემურ მაღრაძე ფინალური თამაშით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ თბილისში გამართულ სტუდენტურ დღეებში.
მომავალი შიდასაუნივერისტეტო შეჯიბრებები იგეგმება ფრენბურთსა და ფეხბურთში.