28.04.2014

25 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გაიმართა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მორიგი შეხვედრა. კურსდამთავრებულთა ასოციაციის შექმნის ინიციატივა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ბერიძეს ეკუთვნის. შეხვედრაზე კურსდამთავრებულებმა განიხილეს აღნიშნული ასოციაციის განვითარებისა და საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. ასევე საუბარი შეეხებოდა ასოციაციის მომავალ მიზნებს და მისიას. შეხვედრაზე არჩეულ იქნა ასოციაციის საინიციატივო ჯგუფის (წარმომადგენლობითი საბჭოს) 11 წევრი .