29.04.2014

2014 წლის 30 აპრილს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, 208-ე აუდიტორიაში, გაიმართება  შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ -ს წარმომადგენელი ია ანთაძე, სტუდენტებს შესთავაზებს ჩაერთონ პროექტში, რომლის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება და მოტივირება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
პროექტის ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოამზადონ ვიდეო და ტექსტური ბლოგები და მიიღონ ანაზღაურება. ბლოგების მომზადებაში მათ დაეხმარება ტექნიკური ასისტენტი.