30.04.2014

დღეს, 30 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, 208-ე აუდიტორიაში, გაიმართა სტუდენტების შეხვედრა ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან (თამარ ყუბანეიშვილი - პროექტის კოორდინატორი და ნინო ბერიშვილი - პროექტის ფინანსური მენეჯერი)
სტუმრებმა სტუდენტებს შესთავაზეს პროექტში ჩართულობა.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება და მოტივირება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
პროექტის ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოამზადონ ვიდეო და ტექსტური ბლოგები და მიიღონ ანაზღაურება. ბლოგების მომზადებაში მათ დაეხმარება ტექნიკური ასისტენტი.