01.05.2014

eko klubiდღეს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის II კორპუსის, 208-ე აუდიტორიაში გაიმართა გარემოს დაცვის კლუბის I სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის მიზნი კიდევ ერთი ეკოგაერთიანების შექმნა და სტუდენტების გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესება იყო.
გარემოს დაცვის კლუბის ჩამოყალიბების იდეაზე და მიზანზე სტუდენტებს ესაუბრა ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - გიორგი მესხი.
შეხვედრაზე კენჭისყრის შედეგად აირჩეულ იქნა ეკოლოგიური კლუბის ხელმძღვანელი- ზურაბ გელაშვილი.
კლუბის წევრები ძირითადად დაკომპლექტდებიან ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისაგან, თუმცა ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაწევრიანდეს კლუბში, აიმაღლოს ეკოცნობიერება და წვლილი შეიტანოს ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში.