01.05.2014

DSCF16512014 წლის 30 აპრილს, საერთაშორისო პროექტის TEMPUS -ის ფარგლებში (ASPARE), ერევანში ჩატარდა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადეობაში ინტეგრირებასთან დაკავშირებით, „ეროვნული ცნობიერების ამაღლების დღეები“ , სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტის დირექტორი, ქ-ნი ხათუნა დოლიძე და ნინო გოგიჩაძე(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და პროფესორი თინა გელაშვილი(პროექტის ინსტიტუციური მენეჯერი).
ღონისძიება დაგეგმილი იყო ერთდროულად რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში (ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის პედაგოგიური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ადმინისტრირების აკადემია, კონსერვატორია, ა/ო ,,Bridge of Hope”), სადაც სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის აქტივობები (დისკუსია, ინტერაქტიული ლექცია, დებატები, ფლეშ-მობი, თეატრალური სანახაობა, მუსიკალური ნომრები და სხვა), ღონისძიებებში ჩართულნი იყვნენ სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
ღონისძიების ბოლოს, სასტუმრო ,,ANI PLAZA HOTEL-ში გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია, მრგვალი მაგიდა -,, შესაძლებლობები, პრობლემები, გამოწვევები“, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტთა ადმინისტრაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამინისტროების და უწყებათა წარმომადგენლები, ასევე პროექტის ევროპელი პარტნიორები (სლოვაკეთი, ირლანდია);
მსგავსი ღონისძიებები დაგეგმილია ბათუმში-11 ივნისი, ახალციხეში-13 ივნისს ,,რაბათის ციხეში“ და თბილისში, ილიაუნის ორგანიზებით -14 ივნისს.