02.05.2014

2014 წლის 1 მაისს ჩატარდა სამეცნიერო გულანის მორიგი სხდომა ქართული ენის კაბინეტში.
მოხსენება თემაზე - „დოქტორი ჯეიმს ა. ბენქსი - მულტიკულტურული განათლების შესახებ“,
წაიკითხა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა
გულნარა ჯანოვამ.

ჯ.ბენქსი მიიჩნევს, რომ  ­ მულტიკულტურული განათლება არის იდეა, რეფორმა და პროცესი როგორც იდეა, მულტიკულტურული განათლება ცდილობს შექმნას თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობა ყველა მოსწავლისათვის, მათ შორის სხვადასხვა რასის, ეთნიკური ჯგუფისა და სოციალური კლასის წარმომადგენლებისათვის.