02.05.2014

DSCN42632 მაისს, 14:00 საათზე, იურიდიული ფაკულტეტის იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში, სტუდენტებმა ჩაატარეს სისხლის სამართლის საქმე თემაზე - „ხულიგნობა“.
იმიტირებულ სასამართლო პროცესს უძღვებოდა პედაგოგი ნელი ღონღაძე. სხდომას დაესწრნენ ადმინისტრაციისა და აკადემიური ნაწილის წარმომადგენლები.
ქალბატონი ნელი კმაყოფილი დარჩა სტუდენტების ნამუშევრით. აღსანიშნავია, რომ მონაწილეები იყვნენ იურიდიული ფაკულტეტის I კურსის სტუდენტები. პედაგოგ ნელი ღონღაძის განმარტებით, მათ ჯერ არ აქვთ გავლილი სისხლის სამართალი, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ კარგად გაართვეს თავი დასახულ ამოცანას.
სხდომის დასრულების შემდეგ სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სტუდენტებს და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებანი.