02.05.2014

maia quqchishviliთსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა და თბილისის კლასიკურმა გიმნაზიამ წელს უკვე მეორედ წარმოადგინა პროექტი - ქართულ-ბერძნული კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი „ოქროს საწმისი“, სადაც საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა
ფესტივალის ფარგლებში, რომელიც გაიმართა 31 მარტიდან 1 მაისამდე მოეწყო სხვადასხვა სახის ღონისძიება.
ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა - სოფიო ტაბატაძემ და სოფია ლოლაძემ წარმოადგინეს საკონფერეციო მოხსენებები, რომელთაც ორგანიზება გაუწია ფილოლოგიის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ქუქჩიშვილმა.
„მოსწავლეებს თემებზე მუშაობის პერიოდში უდიდესი დახმარება გაუწიეს ჩვენი უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა ქეთევან სალაღაიამ და დალი ბეთხოშვილმა. გოგონებმა შესანიშნავად წარმოადგინეს მოხსენებები, რომელიც კვლევითი ხასიათის იყო, რის გამოც საუკეთესო მოხსენებების ათეულში მოხვდნენ. თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა, რომელიც უშუალო მონაწილეა ამ ფესტივალისა, გამოსცა საუკეთესო მოხსენებების კრებული, სადაც შეტანილია ჩემი მოსწავლეების მოხსენებები.
ამ შესანიშნავი სიურპრიზის გამო, ამ ფესტივალის ორგანიზებისა და არაჩვეულებრივად ჩატარების გამო, უღრმესი მადლობა ინსტიტუტის დირექტორს, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს და ფესტივალის ორგანიზატორებს - ნინო ბადაშვილს და თამარ ცხვედიანს. აგრეთვე პროფესიონალ ჟიურის, რომლის შემადგენლობაში იყვნენ თსუ-ს პროფესორები''.- ამბობს მაია ქუქჩიშვილი.