05.05.2014

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ტარდება სტუდენტური ჩემპიონატი ფუტსალში.
2 მაისს, გაიმართა შეჯიბრის VII ტური, სადაც სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, შეხვდა თელავის უნივერსიტეტის გუნდს. შეხვედრა დამთავრდა ფრედ _ 3 : 3. ჩვენი უნივერსიტეტის გუნდი გადავიდა ჩემპიონატის შემდგომ ეტაპზე, სუპერ ლიგაში - Playoff.