07.05.2014

2014 წლის 6 მაისს, 10:00-13:00 საათზე, საერთაშორისო პროექტის TEMPUS (DOIT) -ის ფარგლებში, ინგლისური ენის ფილოლოგიის მე-3 კურსის სტუდენტებთან, ინგლისურ ენაზე ჩატარდა საპილოტე, ინტერაქტიული გაკვეთილი თემაზე- ,,დოქტორი ჯეიმ ბენკი მულტიკულტურული განათლების შესახებ, მულტიკულტურულიზმის ხუთი განზომილება“, რომელიც მოამზადა და ჩაატარა პროექტის მონაწილე, ასოცირებულმა პროფესორმა გულნარა ჯანოვამ.გაკვეთილს წინ უძღვოდა სტუდენტთა გამოკითხვა-ტესტირება.
პილოტირებას ესწრებოდა დამკვირვებელი, პროექტის მენეჯერი, პროფესორი თინა გელაშვილი, რომელმაც საერთაშორისო დაკვირვების კრიტერიუმების მიხედვით პილოტირებულ გაკვეთილს უმაღლესი შეფაება მისცა.