07.05.2014

temp gak2014 წლის 6 მაისს, 14:00-17:00 საათზე, საერთაშორისო პროექტის TEMPUS (DOIT) - ის ფარგლებში ჩატარდა სტუდენტური აქტივობა ,,კულტურული მრავალფეროვნება ჩვენი ძალაა“, რომელიც მოამზადა ასოცირებულმა პროფესორმა გულნარა ჯანოვამ.
ინგლისური ენის ფილოლოგიის I და II კურსის სტუდენტთა მიერ ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი იყო სამცხე - ჯავახეთში მცხოვრები ქართველთა, სომეხთა, ბერძენთა, ებრაელთა, უკრაინელ და რუს ხალხთა ჩამოსახლების ისტორია, კულტურა და ტრადიციები. სტუდენტებმა ეთნიკურ სამზარეულოთა ფონზე წარმოადგინეს პრეზენტაციები, შესრულდა ეროვნული ცეკვები. საღამოს უძღვებოდნენ ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტები: მანანა კოხოძე და რიფსიმე კანანიანი. საღამო შეაჯამეს პროექტის მენეჯერმა პროფესორმა თინა გელაშვილმა, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ბერიძემ, დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ქუქჩიშვილმა და რექტორის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ მოსიაშვილმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ აღნიშნეს მულტიკულტურული განათლების მნიშვნელობა და აუცილებლობა მომავალი თაობების აღზრდისათვის.