08.05.2014

სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის 11 - 12 ივლისს, გაიმართება რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია ონომასტიკაში _ „ახალციხე - 2014“. იმუშავებს ტოპონიმიის, ანთროპონიმიის, ჰიდრონიმიის, ზოონომიისა და სხვა სექციები.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ წარმოადგინოთ მოხსენებათა სათაურები 1 ივლისამდე.
კონფერენცია ეძღვნება პროფესორების - ვალერი სილოგავასა და სერგო მელიქიძის ნათელ ხსოვნას.