08.05.2014

2014 წლის 7 მაისს, 15:00 საათზე, შედგა სამეცნიერო გულანის სხდომა ქართული ენის კაბინეტში.
მოხსენება თემაზე - ,,ბილინგვური განათლება - რისკები და უპირატესობები“, წაიკითხა ფილოლოგიის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაკა კაჭკაჭიშვილმა.
მოხსენება ეხებოდა ბილინგვური განათლების განსხვავებულ მიდგომებს. საკამათო საკითხებს, რომელთა შესახებ დებატები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებაში. ყურადღება გამახვილდა ბილინგვური განათლებისა და პიროვნების შემეცნებითი განვითარების ურთიერთმიმართებაზე. განხილული იყო უკანასკნელ პერიოდში მეცნიერთა მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები და მათი შედეგები. ასევე დასახელდა რისკები, რომელთა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შესაძლოა, ბილინგვური განათლებისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს.