08.05.2014

თურქეთის მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების შესახებ  ინფორმაცია!
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, ვისაც აქვს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (ინგლისური, გერმანული, ფრანგული).
სტუდენტებს, ვინც სწავლობს თურქული ენის მიმართულებით, სერტიფიკატი არ ჭირდება. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ საზღვარგარეთთან ურთიერთობის მიმართულების უფროს სპეციალისტს - გურანდა მოდებაძეს - ოთახი 304.
თურქეთის სტიპენდიები თურქეთის მთავრობის მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამაა, რომელშიც მონაწილეობენ წარმატებული საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა  19 მაისი.
კანდიდატებს მხოლოდ ერთ პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომელიც შეესაბამება მათ ცოდნას და აკადემიურ მიზნებს.
არსებულ პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ შემდეგ ელ. მისამართს : www.trscholarships.org