13.05.2014

8 მაისს, ვარდების მოედანზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ღონისძიება ,,სტუდენტური დღეები 2014'' ოფიციალურად გახსნეს. სტუდენტური დღეები არის შეჯიბრი სპორტის, კულტურული და ინტელექტუალური მიმართულებით.
2014 წელს, სტუდენტური დღეები ქართველი ახალგაზრდების ევროპული მომავლის ეგიდით ტარდება. წელს სტუდენტურ დღეებში 47 უმაღლესი სასწავლებელი იღებს მონაწილეობას. მათ შორის არის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართელობების პრეზიდენტებს გადაეცათ სიგელები მონაწილეობისთვის. მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობის პრეზიდენტს ანა ოქრომელიძეს.