16.05.2014

1901427 502713173166354 683039315185781853 n15 მაისს, პრემიერ-მინისტრმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კონცეფცია წარადგინა . ირაკლი ღარიბაშვილი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, რექტორებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ღია კარის დღე "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში ჩატარდა.
პრემიერმინისტრის ინიციატივით შექმნილი განათლების საერთაშორისო ცენტრის ძირითადი მიზანი ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების ხელშეწყობაა.
საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სახელმწიფოს დაფინანსებით გაიარონ.