19.05.2014

23 მაისს, პარასკევს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში, იურიდიული ფაკულტეტის პედაგოგის, ქალბატონ ნელი ღონღაძის დახმარებით,სტუდენტების მონაწილეობით, განხილული იქნება სისხლის სამართლის საქმე „ნარკოტიკული დანაშაული“- მუხლი 273-ე.
აღნიშნული იმიტირებული პროცესის საშუალებით სტუდენტები დააფიქსირებენ თავიანთ სამართლებრივი პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოსამართლე, დაცვისა და ბრალდების მხარე, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები იქნებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ საკითხის აქტუალობასთან დაკავშირებით მოწვეულ იქნებიან სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე არასამთავრობო სექტორიდან იურისტები.