20.05.2014

საერთაშორისო პროექტის - TEMPUS-DOIT- „Development of an International Model For Curricular Reform In Multicultural Education And Cultural Divercity Training” - სტუდენტური ღონისძიების ფარგლებში, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოცხადებული იყო კონკურსი საუკეთესო ესსების გამოსავლენად თემაზე - „მულტიკულტურა და სამცხე - ჯავახეთი“.
პროექტში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ორი სტუდენტი _ თამარ ახალკაცი და თინათინ ზედგინიძე.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს.
კონკურსის შედეგები გამოვლინდა სპეციალურად შერჩეული ჟიურის მიერ - პროფესორები: ნიკოლოზ ახალკაცი, ქეთევან გრძელიშვილი, მარეხი ნათენაძე.
მონაწილეებმა მიიღეს მონაწილის სერტიფიკატები, გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრად წიგნი: „სიყვარულის უნივერსიტეტი“.