28.05.2014

DSCF23252014 წლის 12-18 მაისს, ფრანკფურტის (გოეთე) და ფრაიბურგის (გერმანია) განათლების უნივერსიტეტებში, TEMPUS -ის (DIMPTEGU)საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, ჩატარდა პარტნიორი უნივერსიტეტების (საქართველო-თსუ, ილიაუნი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა- ლვოვი, დნეპროპეტროვსკი, ყირიმი) წარმომადგენელთა მორიგი სასწავლო ვიზიტი, სახელწოდებით-,,მულტილინგვური და მულტიკულტურული სწავლება-თეორიიდან პრაქტიკამდე.“
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: პროფესორი თინა გელაშვილი - პროექტის მენეჯერი , პროფესორი რევაზ ზედგინიძე -უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, IT სპეციალისტი , პროფესორი ლელა წითაშვილი - IT სპეციალისტი და ნინო ზუმბაძე - ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრები ფრაიბურგის უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის, გოეთეს სახელობის უნივერსიტეტებში, სადაც მონაწილეები გაეცვნენ მულტილინგვური სწავლების და განათლების სისტემას, MOODLE პლათფორმის გამოყენებით სამაგისტრო პროგრამის დანერგვის სპეციფიკას, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული -ევროპული, ბილინგვური სკოლის-,,ევროპული სკოლა“ (სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო) მუშაობის სპეციფიკას.