28.05.2014

ttttt26 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ოფიციალურად გახსნა TEMPUS-ის საერთაშორისო პროექტის DOIT-ის მე-4 კონსორციუმი. შეხვედრა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობას ღებულობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის, სოხუმის, თელავის, ილიას და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტები, ევროკავშირიდან კი ისრაელის, ავსტრიის, ნიდერლანდების, ესტონეთის და გერმანიის წარმომადგენლები.
ბატონი მერაბ ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შეხვდა სტუმრებს, ოფიციალურად მიესალმა მათ და ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობა უსურვა ამ ოთხი დღის განმავლობაში.