29.05.2014

29 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა რიგით მეორე, რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, სახელწოდებით - „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 6 უნივერსიტეტი: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვახტანგ გორგასლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
კონფერენციაზე თემები წარმოადგინეს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც მიმოიხილეს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების სხვადასხვა სფერო.
კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს, ამასთანავე გამოვლინდებიან საუკეთესო ნაშრომის ავტორები.
კონფერენციის მეორე ეტაპი გაიმართება ხვალ, 30 მაისს 14:00 საათზე, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.