30.05.2014

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონსულტანტ-მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს. პროგრამა მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობასა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირებს. გაითვალისწინეთ, რომ ბაკალავრიატის შესაბამისი ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს (IV კურსის სტუდენტებს, რომლებიც 2014 წლის სექტემბრამდე მოიპოვებენ ბაკალავრის ხარისხს) ეძლევათ საშუალება დარეგისტრირდნენ და კონკურსის წარმატებულად გავლის შემთხვევაში მოხვდნენ პროგრამაში. დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ ბმული