02.06.2014

მიმდინარე წლის 9 -25 ივნისს, ჩიკაგოს (აშშ) ჩრდილო აღმოსავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის (NEIU) ტენუარი პროფესორი, ანა გილ გარსია, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს ლექციების კურსს თემაზე: ,,განათლების სფეროს ხელმძღვანელობა - ახალი ჩარჩო“. დასწრება შეუძლიათ განათლების მიმართულების მაგისტრებს, სკოლის დირექტორებს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. ლექციები ჩატარდება უნივერისტეტის მე-2 კორპუსში (რუსთაველის ქ. 122), 110-ე აუდიტორიაში.
ლექციების განრიგი: კვირაში ორი, ან სამი დღე 15:00 დან 18:00 საათამდე. უზრუნველყოფილი იქნება ლექციის ქართულად თარგმნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 591 411298 პროფესორი თინა გელაშვილი, ელ. ფოსტა: JLIB_HTML_CLOAKING