02.06.2014

it konferencia2014 წლის 29-30 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა რიგით მეორე კონფერენცია თემაზე: „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება“. კონფერენციაზე სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვახტანგ გორგასლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. მოხსენებების შემდეგ გაიმართა შემაჯამებელი სხდომა, სადაც კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა შეაფასა თითოეული მონაწილის ნაშრომი.