02.06.2014

foto ankara2014 წლის 29 მაისს, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს, საზღვარგარეთელი თურქების და მონათესავე ხალხების სამმართველოს და კასპიის ფორუმის მხარდაჭერით, თურქეთში ქ. ანკარაში ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის IV კონგრესი, თემაზე: ,,ენერგეტიკის როლი კავკასიის მომავლის საქმეში: რეგიონის ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერა". კონგრესში მიწვეული იყო და მონაწილეობდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი  მერაბ ბერიძე.
კონგრესის მსვლელობისას გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა ერთობლივი კონფერენციის ჩატარებასა და გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე.
ამასთან ერთად გაფორმდა ათი საერთაშორისო მემორანდუმი მევლანას გაცვლით პროგრამის ფარგლებში. უნივერსიტეტთა ჩამონათვალია:

1. უშაქის უნივერსიტეტი;

2. მუშის ალფარსლანის უნივერსიტეტი;

3. ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტი;

4. ერზრუმის ტექნიკური უნივერსიტეტი;

5. დუზჯეს უნივერსიტეტი;

6. ერზინჯანის უნივერსიტეტი;

7. ფირათის უნივერსიტეტი;

8. კასტამონის უნივერსიტეტი;

9. რესპუბლიკის უნივერსიტეტი;

10. ბოზოქის უნივერსიტეტი.