06.06.2014

5 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, სტუდენტთა რიგით XI სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ, უნივერსიტეტის პრორექტორმა ნიკოლოზ ახალკაცმა, ფაკულტეტის დეკანებმა მაკა ბერიძემ და გიორგი მესხმა, რის შემდეგაც დაიწყო კონფერენციის მუშაობა სექციების მიხედვით.
სექციების მუშაობაში მონაწილეობდენ თემების ხელმძღვანებლები და აკადემიური ნაწილის წარმომადგენლები.
თითოეული სექციის მუშაობის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, სადაც სექციების ხელმძღვანელებმა გამოავლინეს გამარჯვებული მომხსენებლები.
ყველა სექციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არის ხარვეზები, თუმცაღა სექციების მუშაობა დადებითად შეფასდა.