11.06.2014

10458996 514453621992309 1431033299877582198 oბელგიის უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქ ლოვენში - საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა_ რუსული ენა - ევროპისა და მსოფლიოს ენისა და კულტურის სივრცეში, ადამიანი, შემეცნება, კომუნიკაცია და ინტერნეტი, სადაც 44 სხვადასხვა ევროპის და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირმა ქურდაძე და ასოცირებული პროფესორი მარიანა ბალასანიანი იღებდნენ მონაწილეობას.
ჩვენი პროფესორების მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ „ინტერნეტ-რესურსებისა და სოციალური ქსელების გამოყენება რუსული ენის სპეციალისტების მომზადების პროცესში“ , დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებული იყო კონფერენციის მონაწილეთა ინტერესი საქართველოს უმშვენიერესი კუთხის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მიმართ, სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ხედვა რუსული ენის, მრავალეთნიკურ რეგიონში სხვადასხვა ერების თანაცხოვრებისას კულტურათა ურთიერთგავლენისა და დამოკიდებულებების შესახებ...
კონფერენციის ფორმატში ქვეყნების კულტურათა თავისებურებებისა და ტრადიციების გასაცნობად, ასევე გაიმართა სუფრა, სადაც წარმოდგენილი იყო კონფერენციაში მონაწილე 44 ქვეყნის ტრადიციების დამახასიათებელი სიმბოლიკა, აქსესუარები, ეროვნული ტრადიციული კერძები, უნივერსიტეტების სავიზიტო ბარათები - სხვადასხვა ბუკლეტების, ტრიპლეტების სახით, წიგნები და ა.შ.
საქართველოს სამცხე-ჯავახეთის მხარის შესახებ წარმოდგენილმა კუთხემ, დამსწრე საზოგადოების ცხოველი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებული პოპულარობით ქართული ღვინო და ჩურჩხელა სარგებლობდა.
კონფერენციის დასასრულს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, მასპინძლებს, უნივერსიტეტის სახელით სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები_სუვენირები, ბუკლეტები გადასცეს, რამაც მათი დიდი აღფრთოვანება და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.