13.06.2014

12 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, პროფესორ-მასწავლებელთა მორიგი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. შეხვედრაზე შესავალი სიტყვა გააკეთა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, უნივერსიტეტის პრორექტორმა ნიკოლოზ ახალკაცმა. აუდიტორიას მიესალმნენ ფაკულტეტების დეკანები : მაკა ბერიძე, გიორგი მესხი, ცისკარა ზარანდია, მალხაზ ლომსაძე. 
მოწვეულმა სტუმარმა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ნუგზარ ბარდაველიძემ, უნივერსიტეტს მიულოცა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭება და მთელს კოლექტივს უსურვა წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობა, რის შემდეგაც დაიწყო კონფერენციის მუშაობა სექციების მიხედვით.